Accessibility links

logo-print

ისრაელმა მადლობა გადაუხადა კანადას ირანთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტისათვის


ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა მადლობა გადაუხადა კანადას ირანთან დიპლომატიური ურთიერობის გაწყვეტისათვის. კვირის ბოლო ამ პოლიტიკური ნაბიჯით ოტავამ ირანის მხრიდან სირიის რეჟიმის მიმართ გამოხატული სამხედრო მხარდაჭერას და ასევე ისრაელის არსებობის საწინააღმდეგოდ ირანის ლიდერების მხრიდან რეგულარულად გამოთქმული მუქარებს უპასუხა. „კანადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მორალი პოლიტიკურ პრაგმატიზმზე მაღლა დგას“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა კვირას გაკეთებულ განცხადებაში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა კანადის ხელისუფლების ნაბიჯი, რომელიც, ირანელი დიპლომატის სიტყვებით, ოტავამ „სიონისტური რეჟიმის გავლენით“ გადადგა.“ ამასთან ირანელმა დიპლომატმა დასძინა, რომ კანადა „ადექვატურ პასუხს“ გასცემს კანადის ხელისუფლებას და დახურავს საკუთარ საელჩოს კანადაში.
XS
SM
MD
LG