Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ციხეში შიმშილობა დაიწყო


საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ 8 სექტემბრიდან რუსთავის 17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადო შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“ ავრცელებს. ცოტნე გამსახურდის 13 წლით თავისუფლების აღკვეთაა აქვს მისჯილი მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სახელმწიფო მოხელის მოქრთამვის ბრალდების საფუძველზე. ცოტნე გამსახურდიას ორი მოთხოვნა აქვს: ფართო საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება მიექცეს საქართველოში პატიმართა მდგომარეობას და ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდეს ყველა დაავადებულ პატიმარს, მათ შორის მასაც. ეს გამსახურდიას მიერ დაწყებული რიგით მეხუთე შიმშილობის აქციაა. მან სხავადსხვა მოთხოვნით, სხვადასხვა დროის მონაკვეთში საერთო ჯამში საქართველოს საპატიმროებში 194 დღე იშიმშილა. გამსახურდიას საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. ადვოკატ ქეთი ბექაურის მტკიცებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატის მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG