Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა დაგმო „ჰაყანის“ ტერორისტთა „შავ სიაში“ შეყვანა


ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა შაბათს დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც პაკისტანში მოქმედი „ჰაყანის“ ქსელი ვაშინგტონმა ‘შავ სიაში“ შეიტანა. ცალკე ორგანიზაცია „ჰაყანის“ ქსელის სახელწოდებით ავღანეთში არ არსებობს, - განაცხადა თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა და დასძინა, რომ ამ ქსელში შემავალი ყველა მებრძოლი თალიბანის სულიერ ლიდერს მოლა ომარს ემორჩილება. ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჰაყანის“ ქსელის „შავ სიაში“ შეყვანის გადაწყვეტილება აშშ-სი სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პარასკევს გამოაცხადა. სანქციების, რომელიც ორგანიზაციის ანგარიშების გაყინვას და მისთვის ყოველგვარი სახის მატერიალური დახმარების აკრძალვას გულისხმობს, 14 სექტემბრიდან ამოქმედდება.
აქამდე აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტი თავს იკავებდა ორგანიზაციის შავ სიაში შეყვანისაგან, რადგან შიშობდა, რომ ეს ხელს შეუშლიდა სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს მეამბოხეებთან. ავღანეთის ხელისუფლება მიესალმა ვაშინგტონის ამ ნაბიჯს და „ჰაყანის“ ქსელს, „ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ორგანიზაცია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG