Accessibility links

logo-print

ივანიშვილი: სააკაშვილის რიტორიკა „უხამსი“ და „თავაშვებულია“


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა სულ უფრო უხამსი და თავაშვებული ხდება. “ქვეყნის მეთაურები თავის ხალხს ასე არ მიმართავენ. ყველას რუსეთის აგენტებს და კრიმინალებს გვიწოდებს და გვემუქრება, რომ საკადრის პასუხს გაგვცემს. ქვეყნის მეთაური თავის ხალხს არ ემუქრება, კრიმინალს და მტერს არ უწოდებს. ეს არ ხდება არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილი ცდილობს ორად დაჰყოს ხალხი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს. მისი ასეთი განზრახვა ქვეყნის ნამდვილი მტრობაა, ამიტომაც ვაფრთხილებ პრეზიდენტს და მისი გუნდის წევრებს – სინდისი თუ დაკარგეთ, კანონის მაინც გეშინოდეთ”, - დასძინა ივანიშვილმა. თელავში 9 სექტემბერს მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რომელსაც სიტყვით მიმართეს კოალიციის ქართული ოცნების წევრებმა. ბიძინა ივანიშვილმა კი კახეთის მოსახლეობას სამოქმედო პროგრამა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულ ყველა მოქალაქეს განადგურებული მოსავლის სანაცვლოდ ღირსეული კომპენსაციის გადახდას, კახელ გლეხებს სოფლის მეურნეობის და მევენახეობის აღორძინებას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG