Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დევნილ ვიცე-პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს


დევნილობაში მყოფ ერაყის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ტარექ ალ ჰაშემის ერაყის სასამართლომ კვირას დაუსწრებლად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი ბრიგადის გენერლისა და ადვოკატის მკვლელობის ორგანიზების გამო. სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯა ასევე ჰაშემის მდივანსა და მის სიძეს, აჰმედ ქათანს. ჰაშემიმ, სუნიტმა მოღვაწემ, ერაყის ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონს შეაფარა თავი და იქიდან კატარსა და საუდის არაბეთში გადავიდა. ამჟამად, როგორც იუწყებიან, მან აპრილიდან თურქეთში მიიღო თავშესაფარი. ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ტარექ ალ ჰაშემი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
XS
SM
MD
LG