Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოკუ უმაროვის ძმა ლოპოტის სპეცოპერაციაზე განმარტებას აკეთებს


საქართველოს მხარე არ აგებს პასუხს ჩეჩენი მოჯაჰედების სიკვდილზე, - აცხადებს ახმედ უმაროვი, ჩრდილო-კავკასიური წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის დოკუ უმაროვის ძმა. ახმედ უმაროვი, რომელიც თბილისში იმყოფება, ტელეფონით დაუკავშირდა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს. თუმცა, ახმედ უმაროვმა უარი თქვა განემარტა, რა მოხდა 29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში. მისი თქმით, ჯერ კიდევ არ მოსულა დრო დეტალების გამოაშკარავებისა.
XS
SM
MD
LG