Accessibility links

აშშ ბაგრამის ციხეზე კონტროლს ავღანეთის ხელისუფლებას გადასცემს


ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ავღანეთში, ბაგრამის ციხეზე კონტროლი ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცეს. ციხეში სამიათასამდე თალიბი და ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ტერორიზმში არიან ბრალდებულნი. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილია შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ბოლოსთვის საერთაშორისო ძალებმა ავღანეთის ტერიტორია უნდა დატოვონ და მმართველობა მთლიანად გადააბარონ ადგილობრივ ხელისუფლებას. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება და მას ეროვნული სუვერენიტეტის გამარჯვებად მიიჩნევს. ბაგრამის ციხე ქაბულიდან 40 კილომეტრში, ჩრდილოეთით მდებარეობს. ის განთავსებულია ნატოს ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. მიმდინარე წლის იანვარში, ავღანეთის საგამოძიებო კომისიამ ამერიკელი სამხედროები ბაგრამის ციხის პატიმრების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG