Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში საჰაერო დარტყმებისას ექვსი წლის ბიჭი დაშავდა


გამთენიისას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიჭრა. ამის შესახებ თვითმხილველები და პალესტინელი ექიმები იტყობინებიან. ავიადარტყმები განხორციელდა ასევე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაზეც. ისრაელის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ავიადრტყმების მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ საწარმოების განადგურება სადაც, მათი თქმით, იარაღი მზადდება. ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებითვე, ავიადარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც პალესტინელებმა ისრაელის სამხრეთით ცეცხლი გახსნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სექტემბრის დასაწყისიდან, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 15 რაკეტა იქნა გაშვებული, რის შედეგადაც რამდენიმე სახლი დაზიანდა. გასულ კვირაში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს ექვსი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG