Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვია


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, თომას მელიას ხელმძღვანელობით, საქართველოში ჩამოსული უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტის მიზანი წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იქნება. ამის შესახებ იტყობინება ”ინტერპრესნიუსი”, რომელიც აშშ-ის საელჩოდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები. როგორც საელჩოში განმარტავენ, დელეგაციის საქართველოში სტუმრობა ხაზს უსვამს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რის შედეგადაც ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს. "დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია და დელეგაციის წევრები გამართავენ მთელ რიგ შეხვედრებს, რომელთა დროსაც დელეგაცია სთხოვს საქართველოს მთავრობას, აღასრულოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ; აგრეთვე სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან კანონი", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.
XS
SM
MD
LG