Accessibility links

logo-print

თელავში "ქართული ოცნების" აქციისას დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს


თელავში "ქართული ოცნების" აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ”ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თელავში, აქციის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტებს უცნობმა პირებმა ქვები ესროლეს. დაზიანებები მიიღეს 22 წლის ანგელ ბორჩაშვილმა, 25 წლის ხიზირ შუშანაშვილმა და ხიზირ კაუკაშვილმა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, პაციენტები დაჟეჟილობითა და სახეზე მიყენებული ჭრილობებით მიიყვანეს, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც ”ინტერპრესნიუსი” იტყობინება, კოალიციის წევრები ინციდენტს პროვოკაციად აფასებენ. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედება ქისტების მიმართ: ”მე არ მინდა ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე ვისაუბრო. საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი ქისტი გამოვიდა ‘ქართული ოცნების’ აქციაზე და უშუალოდ მათ მიმართ იყო განხორციელებული ეს აგრესია, ჯგუფური თავდასხმა. 30-დან 40-მდე ადამიანი დაესხა მათ თავს. მე ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ჩვენ ამის შესახებ პოლიციაში განვაცხადეთ და პოლიციას თუ არ სურს, რომ ამოეფაროს პოლიტიკურ დავალებებს, გამოიძიოს”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილმა.
XS
SM
MD
LG