Accessibility links

logo-print

ქურთი ინტელექტუალები ირანში ცხოვრებას შეუძლებლად მიიჩნევენ


ირანელ ქურთთა წარმომადგენლებმა, ინტელექტუალების ჯგუფმა, გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ისინი მოითხოვენ რეფერენდუმის გამართავს ირანისგან მათი რეგიონის გამოყოფის შესახებ. უცხოეთში მცხოვრები ქურთი აქტივისტების, ჟურნალისტების და მეცნიერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ქურთების ცხოვრება ირანში შეუძლებელია, რომ ისინი მუდმივი რეპრესიების ქვეშ იმყოფებიან. ეს ნაბიჯი მოჰყვა ირანში ქურთული პარტიების მიერ ხელშეკრულების დადებას რეფერენდუმის შესახებ. ირანის კანონმდებლებმა გამოაცხადეს, რომ რეფერენდუმი არ მოეწყობა, რადგან ასეთი პრეცედენტი ირანის სახელმწიფოს დაშლის წინაპირობა იქნება. ირანში დაახლოებით 6 მილიონი ქურთი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG