Accessibility links

logo-print

აშშ-მა ავღანეთში, ბაგრამის ციხეზე კონტროლი ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცა


აშშ-მა ოფიციალურად გადასცა ბაგრამის ციხეზე კონტროლი ავღანეთის ხელისუფლებას ცერემონიაზე, რომელიც ორშაბათს გაიმართა. ავღანეთის სამხედრო პოლიციის მეთაურმა, საფიულა საფიმ დაადასტურა, რომ 3 ათასზე მეტი პატიმარი გადავიდა მისი უწყების განკარგულებაში. ხელშეკრულება საპატიმროს შესახებ ვაშინტონმა და ქაბულმა მარტში გააფორმეს. აშშ-ის მიმართ გაისმოდა ბრალდება, რომ ამ ციხეში პატიმრებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. არ არის გარკვეული ბედი იმ 600 ტუსაღისა, მათ შორის 50 უცხოელია, რომლებიც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მოხვდნენ იქ.
ბაგრამის ციხე ქაბულიდან 40 კილომეტრში, ჩრდილოეთით მდებარეობს. ის განთავსებულია ნატოს ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG