Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალანდაძე: ლოპოტის სპეცოპერაციისას მისი მოქალაქეების დაღუპვის გამო რუსეთს საქართველოსთვის არ მოუმართავს


ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მისი მოქალაქეების დაღუპვის გამო რუსეთის ფედერაციას ქართული მხარისთვის არ მოუმართავს, მათ შორის არც შვეიცარიის შუამავლობით - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, რუსეთიდან ოფიციალური მომართვის შემთხვევაში ქართული მხარე თანამშრომლობისთვის მზად არის. ამავე ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო არ ფლობს, თუმცა შეამოწმებს ინფორმაციას ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერის დოკუ უმაროვის ძმის, აჰმედ უმაროვის საქართველოში ყოფნის შესახებ. 9 სექტემბერს რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა პროგრამა ”ეხო კავკაზამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის კორესპონდენტს დაუკავშირდა თბილისში მყოფი აჰმედ უმაროვი, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული მხარე არ არის პასუხისმგებელი ჩეჩენი მოჯაჰედების დაღუპვის გამო, თუმცა უარი თქვა აეხსნა, რა მოხდა ლოპოტის ხეობაში.
XS
SM
MD
LG