Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს აფასებს


წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება აშშ-ის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში ტომას მელია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, დელეგაციის სტუმრობა ხაზს უსვამს მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესისა, რომლის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს. საელჩოს განცხადებით, აშშ-ის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებისას თხოვს მთავრობას, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ აღასრულოს და თხოვს პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და კანონი დაიცვან.
XS
SM
MD
LG