Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ჰქონდა ინფორმაცია კატინის ტრაგედიის შესახებ


ამერიკაში გრიფი ”საიდუმლო” მოეხსნა დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს, რომ ამერიკის ხელმძღვანელობას 1943 წლიდან ჰქონდა ინფორმაცია კატინის ტრაგედიის შესახებ. მაშინ, პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ამჯობინა ინფორმაცია არ გაეხმაურებინა, რადგან საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გართულებას მოერიდა. 1940 წელს, სმოლენსკის ოლქის ქალაქ კატინში, საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებით, 22 ათასამდე პოლონეთის მოქალაქე დახვრიტეს. საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1990 წელს აღიარა НКВД-ს პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიასთან მიმართებაში.
XS
SM
MD
LG