Accessibility links

logo-print

სტამბულში აფეთქება მოხდა პოლიციის სადგურთან


სტამბულიდან იუწყებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა სამშაბათს პოლიციის სადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად. თურქეთის ტელევიზია NTV-ის ცნობით, აფეთქების შედეგად ჭერი ჩამოინგრა და შენობაში მყოფ ხალხს დაეცა. NTV იუწყება ასევე, რომ აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, თუმცა თურქი ოფიციალური პირები არ ადასტურებენ ამ ცნობას. სხვა წყაროები არ ადასტურებენ არც თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „დოგანის“ ცნობას, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG