Accessibility links

logo-print

აშშ-ის დელეგაცია განაგრძობს საარჩევნო გარემოს შესწავლას


საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოს შესწავლას განაგრძობს აშშ-ის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან აშშ-ის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდა აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო წინასაარჩევნო გარემო და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები. პრესსამსახურის ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება და თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს. 10 სექტემბერს აშშ-ის დელეგაციის წევრები ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG