Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია


საარჩევნო გარემოს და მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შესაფასებლად საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელსაც ლუკა ვოლონტე ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ორი დღის განმავლობაში შეხვდებიან ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია ხვალ საღამოს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაფასებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს შესახებ ასამბლეის თანამომხსენებლები მიკაელ აასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩსი, რომლებმაც აგვისტოს ბოლოს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში გადამეტებული და არაპროპორციული უწოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია ”ქართული ოცნებისთვის” დაკისრებულ ჯარიმებს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და უზრუნველყოს საარჩევნო კამპანიაში ყველა პარტიის სრულფასოვანი მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG