Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში მსხვერპლი მოჰყვა პოლიციის სადგურზე თავდასხმას


თურქი ოფიციალური პირების ცნობით, პოლიციელი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც სტამბოლში, პოლიციის სადგურთან მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. დაიჭრა შვიდი ადამიანი, უმეტესწილად სამოქალაქო პირები. როგორც სტამბოლის პოლიციის უფროსმა, ჰუსეინ ჩაპკინმა უთხრა ჟურნალისტებს, თავდამსხმელმა ჯერ ხელყუმბარა შეაგდო პოლიციის სადგურში, შემდეგ კი თავი აიფეთქა შენობის წინ. შენობა მძიმედ დაზიანდა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის იკისრა მემარცხენე-რადიკალურმა ჯგუფმა, სახალხო განთავისუფლების ფრონტის რევოლუციურმა პარტიამ.
XS
SM
MD
LG