Accessibility links

logo-print

თურქეთი არ აპირებს ერაყის ვიცე-პრეზიდენტის ექსტრადიციას


თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, ანკარა არ აპირებს, ერაყს გადასცეს ვიცე-პრეზიდენტი ტარეკ ალ-ჰაშიმი, რომელსაც სამშობლოში სიკვდილით დასჯა ემუქრება. „ძალიან მკაფიოდ ვიტყვი: ჩვენ მზად ვართ, მასპინძლობა გავუწიოთ ბატონ ჰაშიმის, სანამ ეს მას სურს და არ მოვახდენთ მის ექსტრადიციას“, განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. კვირას ერაყის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ჰაშიმის მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნო ოპონენტების დასახოცად შეიარაღებული ჯგუფების შექმნაში. ერაყის ხელმძღვანელობა მის ექსტრადიციას მოითხოვს. ჰაშიმი კი ირწმუნება, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. მან წელს შეაფარა თავი თურქეთს. ჰაშიმი სუნიტი მუსლიმია და ირწმუნება, რომ იდევნება მთავრობაში დომინანტური პოზიციის მქონე შიიტების მიერ.
XS
SM
MD
LG