Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ჯარისკაცი


ავღანეთში უშიშროების ძალების სამი ოფიცერი დაიღუპა ქაბულის ჩრდილოეთით, ბაგრამის აეროდრომზე წუხელ მოწყობილი სარაკეტო იერიშის შედეგად. ნატოს პრესმდივნის განცხადებით, ჯარისკაცები სამხედრო ოპერაციისათვის ემზადებოდნენ, როცა აეროდრომზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. არიან დაჭრილებიც - ნატოს ძალების, სულ ცოტა, ორი წევრი და რამდენიმე ავღანელი ჯარისკაცი. ბაგრამის აეროდრომზე თავდასხმის შედეგად განადგურდა აგრეთვე „ჩაინუკის“ ტიპის ვერტმფრენი.
XS
SM
MD
LG