Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში ისალმისტებმა აშშ-ის საელჩოს შეუტიეს


ეგვიპტეში, კაიროში, გაბრაზებულმა ისლამისტებმა, დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანმა, შეუტიეს აშშ-ის საელჩოს, მათმა ნაწილმა მოახერხა გალავანზე ასვლა და აშშ-ის დროშის ჩამოხსნა, მის ნაცვლად შავი დროშის აღმართვა. უშიშროების ძალებმა დროშა ჩამოხსნეს. მასა გააღიზიანა აშშ-ის მცხოვრები, კოპტების, ეგვიპტელი ქრისტიანების მიერ გადაღებულმა ფილმმა, რომელიც ისლამისტების შეფასებით, მოჰამადის ცილისწამებას შეიცავს. საელჩოსთან გაგზავნილ იქნა დამატებითი ჯარი, რათა დემონსტრანტებს შენობაზე არ მიეტანათ იერიში. აშშ-ის საელჩოს მისადგომები, ახლახან განთავისუფლდა უსაფრთხოების ხერგილებისგან მას მერე, რაც ადგილობრივი ვაჭრების საჩივარი დააკმაყოფილა სასამართლომ.
XS
SM
MD
LG