Accessibility links

logo-print

აშშ-ის ელჩიც არის დაღუპულებს შორის ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ


ლიბიის ქალაქ ბენღაზიდან გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსიც არის ოთხ დაღუპულს შორის აშშ-ის საკონსულოზე სარაკეტო იერიშის შემდეგ. ეს ინფორმაცია ვრცელდება ამერიკელი და ლიბიელი ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით. შეიარაღებულმა პირებმა სამშაბათს ღამით მიიტანეს იერიში აშშ-ის საკონსულოზე, რაც იყო რეაქცია შეერთებულ შტატებში შექმნილ ფილმზე სათაურით „მუსლიმთა უდანაშაულობა“. ასევე სამშაბათს, ასობით დემონსტრანტმა კაიროში აშშ-ის საელჩოსთან გააპროტესტა ფილმი, რომელიც, მათი რწმენით, შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ მუჰამედს. ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ ვინ არის ფილმის ავტორი. მისი ნაწყვეტები გამოქვეყნდა პოპულარულ საინტერნეტო ვიდეოპორტალ YouTube-ზე.
XS
SM
MD
LG