Accessibility links

logo-print

ბაროზუ: ევროკავშირი უნდა გახდეს „სახელმწიფოთა ფედერაცია“


ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ გამოდის მოწოდებით, რომ ევროკავშირი „ეროვნულ სახელმწიფოთა ფედერაციად“ იქცეს. ბაროზუმ ამ საკითხზე ისაუბრა ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას: „მოდით, თუ შეგვეშინდება სიტყვების - საჭიროა, რომ წინ წავიწიოთ ევრონული სახელმწიფოების ფედერაციის შესაქმნელად. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ჰორიზონტი, ეს არის, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომდევნო წლებში“. ბაროზუს განმარტებით, ის არ გამოდის ევროპის სუპერ-სახელმწიფოს შექმნისაკენ მოწოდებით, მაგრამ ფიქრობს, რომ, თუ კავშირი არ გაღრმავდა, ევროკავშირი ყოველთვის ნაკლები იქნება, ვიდრე მისი წევრების ჯამია. ბაროზუმ გამოთქვა ასევე მოსაზრება, რომ საბერძნეთი შეძლებს ევროზონაში დარჩენას, თუ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG