Accessibility links

logo-print

გერმანიის სასამართლო დაშვებულად მიიჩნევს ევროზონის დახმარების ფონდის არსებობას


გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს უარყო მოთხოვნა ევროზონის დახმარების ფონდის დაბლოკვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის გერმანიის პრეზიდენტის, იოახიმ გაუკის მიერ ხელის მოწერას ევროპის სტაბილურობის მექანიზმზე. ამასთან, გადაწყვეტილება მიჩნეულია პოზიტიურ სიგნალად ევროპის ცენტრალური ბანკის გეგმისათვის, შეიძინოს ევროზონის წევრი, ვალებით დატვირთული ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციები, რათა დაეხმაროს მათ კრედიტების ასაღები ხარჯების შემცირებაში. ამასობაში, ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს უნდა ჰქონდეს ევროზონაში მოქმედი ყველა ბანკის მეთვალყურეობის უფლებამოსილება. ამ წინადადებითაც მიზნად ისახავენ ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარებას.
XS
SM
MD
LG