Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ”ექვსიანმა” შესაძლოა ირანის ბირთვული იარაღის თაობაზე მკაცრი განცხადება მიიღოს


ვენაში, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორთა სხდომაზე, ექვსი ქვეყნის სახელით, რომელიც ირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, შესაძლოა მიღებულ იქნეს განცხადება, რომელშიც გამოხატული იქნება ”სერიოზული შეშფოთება” პროგრამის გარშემო განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ დასავლური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება. ის ეყრდნობა დიპლომატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა და გერმანია განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ურანის გასამდიდრებლად თითქმის ორჯერ გაიზარდა ცენტრიფუგების რაოდენობა.
XS
SM
MD
LG