Accessibility links

logo-print

თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ქულის მოპოვებას შეძლებდა


”საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ესპანეთთან ქულის მოპოვებას შეძლებდა”, - ამის შესახებ ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის კმაყოფილია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშით და იმ თავდადებითა და ბრძოლით, რომელიც მათ აჩვენეს: ”მინდა გულშემატკივრებსაც გადავუხადო მადლობა, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს და ამხნევებდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. რაც შეეხება თამაშს, ჩვენი ფეხბურთელები ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი და თუ ასე გავაგრძელეთ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ჩვენი მხრიდან უფრო თავდადება იყო, ვიდრე თამაში, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ნაკრებთან ეს დასაძრახი ნამდვილად არ არის. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ალბათ შედეგსაც მივიღებდით", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
XS
SM
MD
LG