Accessibility links

logo-print

თომას მელია პრესკონფერენციაზე შეაფასებს საქართველოში ვიზიტს


ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია საქართველოში ვიზიტს დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაფასებს. ამერიკის უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს 10 სექტემბრიდან მართავს. დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG