Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ადასტურებს ლიბიაში აშშ-ის ელჩის დაღუპვის ფაქტს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს დაადასტურა, რომ ლიბიაში მოკლეს აშშ-ის ელჩი, კრისტოფერ სტივენსი, ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოში განრისხებული ბრბოს შეჭრის შემდეგ. ობამას თქმით, სამშაბათს ღამით ძალადობის შედეგად ლიბიაში დაიღუპა კიდევ სამი ამერიკელი. შეიარაღებულმა პირებმა თვითნაკეთი ბომბებით და რეაქტიული ჭურვებით მიიტანეს იერიში საკონსულოს შენობაზე, შემდეგ მას ცეცხლი წაუკიდეს. ბენღაზელების თქმით, ძალადობა იყო რეაქცია ამერიკაში შექმნილ ფილმზე, რომელიც ლიბიელების რწმენით, შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ მუჰამედს. როგორც იუწყებიან, საქმე ეხება დაბალბიუჯეტიან ფილმს „მუსლიმთა უდანაშაულობა“ და მისი ავტორია კერძო პირი. ფილმის ნაწყვეტები გავრცელდა პოპულარულ საინტერნეტო ვიდეოპორტალ YouTube-ზე.
XS
SM
MD
LG