Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერი აქებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეაქო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, როგორც "დიდი ნაბიჯი" ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარების გზაზე. მერკელმა პარლამენტში გამოსვლისას გამოთქვა შეფასება, რომ გერმანია უმკლავდება თავის, როგორც ევროპაში ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნის პასუხისმგებლობას. მერკელის ეს რეაქცია მოჰყვა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ევროზონის დახმარების ფონდის დაბლოკვის შესახებ. შედეგად გერმანიის პრეზიდენტი, იოახიმ გაუკი აღიჭურვა უფლებამოსილებით, ხელი მოაწეროს ევროპის სტაბილურობის მექანიზმზე. სასამართლოს გადაწყვეტილება მიჩნეულია პოზიტიურ სიგნალად ევროპის ცენტრალური ბანკის გეგმისათვის, შეიძინოს ევროზონის წევრი, ვალებით დატვირთული ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციები, რათა დაეხმაროს მათ კრედიტების ასაღები ხარჯების შემცირებაში.
XS
SM
MD
LG