Accessibility links

ობამა გმობს ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რამდენიმე სხვა ლიდერი, მათ შორის ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, გმობენ ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმას, რომლის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ამერიკელი, მათ შორის შეერთებული შტატების ელჩი, კრისტოფერი სტივენსი. ობამამ „აღმაშფოთებელი“ უწოდა აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მდებარე საკონსულოზე იერიშს. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი აღნიშნა, რომ „ვერასოდეს გაამართლებ ასეთ ძალადობას“. ლიბიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მოჰამად ალ-მაგარიფიმ დღეს პირობა დადო, რომ თავდამსხმელებს მართლმსაჯულებას გადასცემენ. თავდასხმა ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე და მანამდე კაიროში მოწყობილი საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, მოჰყვა შეერთებულ შტატებში გადაღებულ ფილმს, რომელშიც, დემონსტრანტების აზრით, შეურაცხყოფილია წინასწარმეტყველი მუჰამედი.
XS
SM
MD
LG