Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავროები მიესალმნენ ხელისუფლების მზადყოფნას, გადაიხედოს ანტენების დაყადაღება


არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმნენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მზადყოფნას, გადაიხედოს ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება და, გარკვეული პირობების დაცვით, არხს მიეცეს მომხმარებელთა წრის გაფართოების შესაძლებლობა. ამ შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელეს კამპანია "ეს შენ გეხება”-ს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა. მათ იმედი გამოთქვეს, რომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ყველა ტექნიკურ საკითხზე უწყებათაშორისი კომისია და "მაესტრო" დროულად შეთანხმდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ”მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ‘მასტ კერის’ და ‘მასტ ოფერის’ პრინციპებს, რომელთა ამოქმედებამ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარ ხელმისაწვდომობაში.” არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, საკანონმდებლო ცვლილების გზით შექმნას გარანტიები, რათა ამ პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე.
XS
SM
MD
LG