Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 280-მდე ადამიანი დაიღუპა ფაბრიკაში ხანძრის შედეგად


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, წუხელ 280-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ხანძარმა ქალაქ კარაჩიში, ტანსაცმლის ფაბრიკაში, რომელშიც მუშები გამოკეტილი იყვნენ. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მეტია, რადგან ფაბრიკაში 450-ზე მეტი მუშა იყო დასაქმებული. ამჟამად გრძელდება შენობის ნანგრევებში ძებნა. მეხანძრეების ცნობით, მსხვერპლის ნაწილი კვამლით გაიგუდა პირველ სართულზე, რომელსაც არ ჰქონდა საავარიო გასავლელები. ზედა სართულზე მყოფების ნაწილიც ამაოდ ცდილობდა შენობისათვის თავის დაღწევას ფანჯრებზე დამაგრებული გისოსების გამო. კარაჩელი მოჰამად იშაკის თქმით, გარედან ცდილობდნენ შენობაში მყოფების დახმარებას: „ვხედავდი შენობაში მყოფ ხალხს. ხანძარი მძვინვარებდა და ხალხი სახურავიდან ხტებოდა. გარეთ შეკრებილი ხალხი, რაც შეეძლო აკეთებდა დასახმარებლად. შენობას კიბე მიადგეს. ზოგი კიბით ჩამოვიდა, ზოგი გადმოვარდა“, ამბობს თვითმხილველი მოჰამად იშაკი კარაჩიში წუხანდელ ხანძარზე.
XS
SM
MD
LG