Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი საქართველოში პუტინის საუკეთესო პარტნიორად მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს მიიჩნევს


საქართველოში პუტინის საუკეთესო პარტნიორად მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს მიიჩნევს კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი. მან დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ განუმტკიცა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ მოსკოვის განცხადებამ. "სწორედ სააკაშვილის და მისი გუნდის პირობებში ახერხებს კრემლი საქართველოში ყველა ძირითადი ინტერესის მიღწევას და ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას სდებს ბრალს, დადგმულ სპექტაკლს ჰგავს" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, რომ თითქოს კარლ ბილდტმა ოპოზიციას შესაძლო საპროტესტო აქციების უშედეგობაზე მიუთითა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრთან შეხვედრაში პირადად მონაწილეობდა და მსგავსი არაფერი თქმულა. ამავე თემაზე სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ შესაძლო აქციების თაობაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მხოლოდ შეკითხვა დაისვა. ”მე ავუხსენი და დარწმუნებული ვარ, კარგად გააცნობიერა, რომ მსგავსი არაფერი არ იგეგმება და ხელისუფლება ცდილობს სიცრუის დანერგვას" - განაცხადა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG