Accessibility links

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, გრიგოლ ვაშაძისა და ურმას პაეტის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საიმპლემენტაციო ოქმს. ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ განაცხადა, რომ შეხვედრისას განიხილებოდა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები. თავის მხრივ, პაეტმა აღნიშნა, რომ საქართველოში რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რაც ხელს შეუწყობს ნატოსა და ევროკავშირთან ქვეყნის ინტეგრაციას. საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება. პაეტმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG