Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი გლდანის მასწავლებლის სახლში პედაგოგებს შეხვდა


ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ მასწავლებელს ზოგიერთი დაჭერით ემუქრება, ეს არასერიოზული ლაპარაკია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა გლდანის მასწავლებლის სახლში შეხვედრისას იმ პედაგოგებთან, რომლებმაც სერტიფიკატის მისაღებად გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. მათ პრეზიდენტმა აცნობა, რომ სისტემაში სიახლეა და სერტიფიკატების მისაღებად გამოცდები ჩატარდება სკოლებში და არა საგამოცდო ცენტრებში, რადგან იქ მასწავლებლების მიყვანა დამამცირებელია. მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გამოცდის 5 საათიანი ვადა ორსაათ-ნახევრამდე შემცირდება, პედაგოგის კვალიფიკაცია კი შეფასდება იმითაც, თუ მისმა რამდენმა მოსწავლემ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდა.
XS
SM
MD
LG