Accessibility links

logo-print

აშშ: ბენღაზიში საელჩოზე თავდასხმა შესაძლოა წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი


თავდასხმა ამერიკის საკონსულოზე ლიბიის ქალაქ ბენღაზიში, რომლის შედეგედაც ამერიკის ელჩი და კიდევ სამი დიპლომატი დაიღუპა, შესაძლოა წინასწარდაგეგმილი აქცია ყოფილიყო. ამერიკის ხელისუფლების ცნობით თავდასხმის დაგეგმვაში შეიძლება ალ-ყაიდას მიეღო მონაწილეობა. მანამდე ითვლებოდა, რომ თავდასხმა სტიქიური რეაქცია იყო ინტერნეტში გამოჩენილ სამოყვარულო ფილმზე, რომელიც მუსლიმებმა ისლამის შეურაცხყოფად მიიჩნიეს.
XS
SM
MD
LG