Accessibility links

logo-print

ცხინვალში ააფეთქეს იბრაჰიმ გასეევის საცხოვრებელი ბინის შესასვლელი


ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გვიან ღამით, ცხინვალში ააფეთქეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის იბრაჰიმ გასეევის საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი. აფეთქების შედეგად გასეევი და მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან. მომხდარის გამოძიება დაიწყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო მოღვაწეზე თავდასხმის მუხლით აღძრა. გენერალურმა პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა სააგენტო “რესს” განუცხადა, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, უკავშირდება იბრაჰიმ გასეევის პროფესიულ საქმიანობას. ჩიგოევი არ გამორიცხავს, რომ მომხდართან კავშირი აქვთ უცხოეთის სპეცსამსახურებს, რადგან მისივე თქმით, გასეევი ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული სამხედრო სპეციალისტია.
XS
SM
MD
LG