Accessibility links

logo-print

აშშ-ში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი


საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, რომლის მიზანია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციების გამართვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინი შეხვდა სენატორებს და კონგრესმენებს, რომლებიც შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარმოადგენენ. სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრისას განიხილებოდა აშშ-ისა და საქართველოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს წვრთნას და განათლებას ოპერატიული საჰაერო კონტროლისა და თავდაცვის, მხარდამჭერი ვერტმფრენების, საბრძოლო თავდაცვითი-საინჟინრო და სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროებში, ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნას და განათლებას და სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორთა ტაქტიკურ მომზადებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ობამა-სააკაშვილის გეგმის რეალიზაციას. ამავე გეგმის პრაქტიკულად შესრულების მიზნით, მეორე დღეა საქართველოში იმყოფებიან ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე საქართველოს დაეხმარებიან საჰაერო შესაძლებლობათა გაძლიერებაში.
XS
SM
MD
LG