Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმანურ ქვეყნებში ვრცელდება პროტესტი ამერიკული ფილმის წინააღმდეგ


მუსლიმანურ ქვეყნებში ვრცელდება საპროტესტო აქციები, გამოწვეული ამერიკული ფილმით, რომელშიც დასცინიან წინასწარმეტყველ მუჰამედს. საქმე ეხება დაბალბიუჯეტიან ფილმს „მუსლიმთა უმანკოება“ - აშშ-ში კერძო პირის მიერ დაფინანსებულ პროექტს. დღეს დემონსტრანტები შეიჭრნენ იემენში აშშ-ის საელჩოში. მათ გაარღვიეს რეზიდენციის კარიბჭე, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებს, ვიდრე პოლიცია წყლის ჭავლს გამოიყენებდა და გასაფრთხილებელ სროლას დაიწყებდა აქციის მონაწილეების დასაშლელად. დღესვე კაიროში მოხდა შეტაკება პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის. ეგვიპტის დედაქალაქში მესამე დღეა გრძელდება გამოსვლები აშშ-ის საელჩოსთან, ფილმის გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებთან პოლიციელების შეტაკება მოხდა ასევე ტუნისსა და სუდანში აშშ-ის საელჩოებთან. სამშაბათს ლიბიაში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენის დაიღუპა ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, ხომ არ გამოიყენეს ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა ფილმი საბაბად, აშშ-ის საკონსულოს შენობაზე იერიშის მისატანად.
XS
SM
MD
LG