Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში ჩავიდა სირიის საკითხში გაეროს ახალი წარმომადგენელი


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის ახალი წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი დღეს დამასკში ჩავიდა პირველი ვიზიტით ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ. სირიის საგარეო უწყების განცხადებით, ბრაჰიმი ხუთშაბათს საღამოს ხვდება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვალიდ ალ-მოალემს. განცხადებაში არ არის ნათქვამი, შეხვდება თუ არა ბრაჰიმი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსაც. სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის პოსტზე, ბრაჰიმიმ შეცვალა კოფი ანანი, რომელიც აგვისტოში გადადგა სირიაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოში არსებული უთანხმოების გამო. სირიელი აქტივისტების ცნობით, 27 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც შარშან მარტში დაიწყო ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG