Accessibility links

logo-print

ნიდერლანდის არჩევნებში გაიმარჯვეს პროევროპულმა პარტიებმა


ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ. მას ერგო 41 მანდატი 150-წევრიან პარლამენტში - ორით მეტი მთავარ მეტოქეზე, მემარცხენე-ცენტრისტულ შრომის პარტიაზე. შედეგად ამ ორ პროევროპულ პარტიას ეძლევა შესაძლებლობა, შექმნას კოალიცია, რომელსაც ისევ მარკ რუტე უხელმძღვანელებს. საპარლამენტო არჩევნები მიჩნეული იყო რეფერენდუმად ევროკავშირისადმი ნიდერლანდის დამოკიდებულების საკითხზე. შესაბამისად, არჩევნების შედეგი აჩვენებს ელექტორატის უმრავლესობის უარყოფით დამოკიდებულებას ევროკავშირის რადიკალი ოპონენტის, გეერტ ვილდერსის მიმართ. მისმა „თავისუფლების პარტიამ“ რვა საპარლამენტო მანდატი დაკარგა.
XS
SM
MD
LG