Accessibility links

logo-print

აშშ-მა სამხედრო გემები განათავსა ლიბიასთან, საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ


აშშ-მა ორი სამხედრო გემი და 50 საზღვაო ქვეითი გააგზავნა ლიბიაში, აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმისას ელჩის, კრისტოფერ სტივენსის დაღუპვის შემდეგ. სამხედროები განთავსდნენ ტრიპოლიში შეერთებული შტატების საელჩოს დასაცავად. ხოლო ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეგვიპტისა და ლიბიის ლიდერებს მოუწოდა, იმსჯელონ უსაფრთხოების საკითხში თანამშრომლობაზე.
XS
SM
MD
LG