Accessibility links

logo-print

დღეს თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან ხსოვნის აქცია გაიმართა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში 4 ამერიკელი დიპლომატის, მათ შორის ელჩის კრისტოფერ სტივენსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და მათ ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას მიუსამძიმრა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე უერთდება სახელმწიფო მდივნის პოზიციას და მკაცრად გმობს აშშ-ის საწინააღმდეგო ძალადობას. ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკელი დიპლომატების დაღუპვის გამო დღეს თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან ხსოვნის აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ მომხდარი ტრაგედიის გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს.
XS
SM
MD
LG