Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო რეკლამების დისბალანსზე საუბრობს


გადმოწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო რეკლამების მონიტორინგს აწარმოებს. ცენტრის წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მონიტორინგის შედეგად იკვეთება ტენდენცია, რომ პრაიმტაიმში, ანუ 19-დან - ღამის 12 საათამდე, საეთერო დრო უფრო მეტად ნაციონალური მოძრაობის რეკლამებს ეთმობა, „ქართული ოცნება“ კი მეტწილად უარყოფითად არის მოხსენიებული. კომპანია „ჯენერალ მედია“, რომელიც ტელევიზიებში რეკლამებს ანაწილებს, აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უფასო სარეკლამო დროისთვის განსაზღვრული რეკლამები ორგანიზაციას დაგვიანებით მიაწოდა, რაც დისბალანსის მიზეზი გახდა.

XS
SM
MD
LG