Accessibility links

ევროპის პარლამენტი გმობს რუსეთში სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას


ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გმობს რუსეთში სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას. რეზოლუციაში გამოთქმულია „დიდი იმედგაცრუება ვერდიქტით და შეუსაბამო განაჩენით“, რომელიც შეუფარდეს ფემინისტების პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამ წევრს. რეზოლუციის მხარდამჭერების აზრით, „პუსი რაიოტის“ საქმე მიეკუთვნება ოპოზიციონერი აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ბოლო დროს გახშირებულ შემთხვევებს. რეზოლუციაში მოსკოვს მოუწოდებენ აგრეთვე, მოძებნოს და გაასამართლოს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიასა და უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელები. ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელმა, ვლადიმრ ჩიჟოვმა ევროპის პარლამენტის რეზოლუცია შეაფასა, როგორც "ფორთოხალივით ბანალური და თანაც ნარინჯისფერი“. ჩიჟოვმა ევროკავშირის საგარეო- პრლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი, რომელმა გაკეთა მოხსენება რუსეთში სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას შესახებ, დაადანაშაულა არაკომპენტენტურობაში, რადგან მან არ გამოიყენა რუსეთის წყაროები.
XS
SM
MD
LG