Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მოკლეს ორი შეიარაღებული პირი


დაღესტანში მოკლეს ორი შეიარაღებული პირი ჯგუფიდან, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად ალყაში მოაქციეს ყიზლარის რაიონის ერთ-ერთ დასახლებასთან. მოკლულებს შორის არის ყიზლარში მოქმედი ექსტრემისტების ჯგუფის ლიდერი, ოკი ნაჟმუდინოვი, რომელზეც რუსეთის ფედერაციაში ძებნა იყო გამოცხადებული მძიმე დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ნაჟმუდინოვი მონაწილეობდა ყიზლარში 2010 წლის მარტში მოწყობილი ტერაქტის მომზადებაში და იმავე წლის ნოემბერში მუსლიმი სასულიერო პირის მკვლელობაში. ცნობების თანახმად, ყიზლარის რაიონში ჯერ კიდევ გრძელდება სპეცოპერაცია.
XS
SM
MD
LG