Accessibility links

logo-print

აშშ-მა დაგმო ანტიისლამური ფილმი, რომელსაც პროტესტი მოჰყვა ახლო აღმოსავლეთში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მის მთავრობას არაფერი აქვს საერთო სადავო ფილმთან წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ. ფილმის გამო ახლო აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში ანტიამერიკული გამოსვლები დაიწყო. კლინტონმა განაცხადა, რომ ინტერნეტში განთავსებული ვიდეო „ამაზრზენი და გაკიცხვის ღირსია“. მისივე თქმით, ვიდეოს ღრმად ცინიკური მიზანია აქვს: "ჩირქი მოსცხოს დიდ რელიგიას და გამოიწვიოს მრისხანება. კლინტონის შენიშვნები მოჰყვა მღელვარებას ამ ფილმის გამო იემენში, ეგვიპტეში, ლიბიაში, სუდანში, ტუნისსა და ირანში. სამშაბათს, 11 სექტემბერს ლიბიაში აშშ-ის ელჩი მოკლეს, როცა ის ბენღაზიში, აშშ-ის საკონსულოში იმყოფებოდა და აღელვებულმა მასამ იქაურობას შეუტია. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განკარგულება გასცა, გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები აშშ-ის ობიექტებზე ოკეანის გამოღმა ლიბიის ინციდენტის შემდეგ.
XS
SM
MD
LG