Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის დედაქალაქში თავს დაესხნენ აშშ-ის საელჩოს


იემენის დედაქალაქ სანააში დემონსტრანტები დაესხნენ თავს აშშ-ის საელჩოს. საპროტესტო აქციის მონაწილეების აღშფოთება წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებულმა ფილმმა გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს საელჩოს შენობის ფანჯრები, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და დაწვეს აშშ-ის დროშა. პოლიციამ თავდამსხმელები წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და გამაფრთხილებელი გასროლის საშუალებით დაშალეს. დაღუპულია 3 და დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG