Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთი განიხილავს ავღანეთიდან სამხედროების დათქმულზე ადრე გამოყვანის საკითხს


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ ის აპირებს დათქმულ ვადაზე ადრე გამოიყვანოს ავღანეთიდან სამხედროების ნაწილი. გაზეთ ”გარდიანისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰამონდმა დაადასტურა, რომ ნახევარი წლის წინ ბრიტანეთის სამხედრო უწყებას განზრახული ჰქონდა ავღანეთში სამხედროები რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და რაც შეიძლება დიდი ხნით დაეტოვებინა. ბრიტანეთი წლის ბოლომდე ავღანეთიდან 500 სამხედროს გამოყვანას აპირებს. 9000 სამხედრო კი დარჩება ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის დახმარების გასაწევად. ფილიპ ჰამონდის განცხადებით, მას აქვს მკაფიო გზავნილი სამხედროებისგან, რომ ავღანეთში ბრიტანეთის სამხედროების რაოდენობის შემცირების 2013 წელსაც იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG